ძველი თბილისი ივან აივაზოვსკის
წარმოსახვით საუკუნეების მანძილზე თბილისი იყო არა მხოლოდ
პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი ცენტრი, არამედ ლიტერატურულ-კულტურული
საქმიანობის მძლავრი კერაც. თბილისში განვითარდა ქართული სასულიერო
მწერლობა და საერო ლიტერატურა, უმაღლეს დონეს მიაღწია ქართულმა სულიერმა
კულტურამ. თბილისელ მწერლებს ცხოველი ურთიერთობა ჰქონდათ საქართველოში
მოღვაწე მწიგნობრებთან, მეცნიერებთან, ენერგიულად იღვწოდნენ ქართული ლიტერატურის განვითარებისათვის.
თბილისის ლიტერატურულ ცხოვრებას შეიძლება თვალი გავადევნოთ VIII საუკუნიდან, როდესაც აქ მოღვაწეობდა იოანე საბანისძე. განსაკუთრებით გაძლიერდა თბილისის ლიტერატურული ცხოვრება XII საუკუნეში, იოანე შავთელის, ჩახრუხაძის, სარგის თმოგველის, შოთა რუსთაველის
მოღვაწეობის ხანაში. მომდევნო პერიოდში დაპყრობის მოძალების შედეგად
თბილისის ლიტერატურული ცხოვრება შესუსტდა, მაგრამ XVI—XVII საუკუნეებიდან
კვლავ იწყო გამოცოცხლება. XVIII საუკუნეში თბილისში მოღვაწეობდნენ სულხან-საბა ორბელიანი, ვახტანგ VI, თეიმურაზ II, ანტონ I, ბესიკი, საიათნოვა და სხვა.
XVIII საუკუნე
თბილისში პირველი დაწყებითი ელემენტარული სკოლები შეიქმნა XVIII საუკუნეში ეკლესია-მონასტრებთან (სიონის, კალოუბნის, მეტეხის, ქაშვეთის, ანჩისხატისა და სხვა ეკლესიებთან). 1755 წელს ანტონ I-ის ინიციატივით გაიხსნა თბილისის სემინარია,
რომელმაც დიდი როლი შეასრულა განათლებისა და კულტურის განვითარების
ისტორიაში. 1778 წელს თბილისში დაარსდა რუსული ენის შემსწავლელი სკოლა[14]. ეს სკოლები განადგურდა 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის აოხრების დროს.
XIX საუკუნე
XIX საუკუნის დასაწყისიდან თბილისში აღმავლობის პერიოდი დადგა. 20-40-იან წლებში აქ მოღვაწეობდნენ ქართველი რომანტიკოსები (ა. ჭავჭავაძე, გ. ორბელიანი, ნ. ბარათაშვილი
და სხვა). 40-იან წლებიდან საფუძველი ჩაეყარა ქართულ კრიტიკულ რეალიზმს
(გ. ერისთავი, ლ. არდაზიანი, დ. ჭონქაძე და სხვა); 60-იან წლებში
ლიტერატურულ სარბიელზე გამოვიდნენ „თერგდალეულები“ (ი. ჭავჭვაძე,
ა. წერეთელი და სხვა), რომლებმაც უმაღლეს საფეხურზე აიყვანეს ქართული
კრიტიკული რეალიზმი. 80-იანი წლებიდან თბილისში სხვადსხვა დროს ცხოვრობდნენ
და მოღვაწეობდნენ ვაჟა-ფშაველა, ალ. ყაზბეგი, ნ. ლომოური, ს. მგალობლიშვილი, ე. ნინოშვილი, დ. კლდიაშვილი, შ. არაგვისპირელი, ი. ევდოშვილი და სხვა; 1894 წლიდან — პირველი მარქსისტული კულტურულ-საზოგადოებრივი ჯგუფის „მესამე დასის“ წევრები.
1917 წელს ქუთაისიდან თბილისში გადმოსახლდნენ ქართული სიმბოლისტური ჯგუფის წევრები — „ცისფერყანწელები“. 1920-იანი წლების დამდეგს აქ აღმოცენდა „აკადემიური მწერლობის კავშირი“, „ფუტურისტ-ლეფელებისა“ და „პროლეტარული მწერლობის“, ხოლო 1927—1928 — „არიფიონის“
ლიტერატურული დაჯგუფებანი. საქართველოს მწერალთა I-მა და II ყრილობებმა
(1926, 1928) საფუძველი ჩაუყარა ქართულ საბჭოთა მწერლობის ერთიან ბანაკს (მწერალთა კავშირი).
საქართველოს რუსეთთან
შეერთების შემდეგ თბილისში გაიხსნა რამდენიმე სკოლა. 1802 წელს გაიხსნა
პირველი საერო ორკლასიანი სკოლა, 1804 — თბილისის კეთილშობილთა
სასწავლებელი, რომელიც 1830 წელს თბილისის პირველ გიმნაზიად გადაკეთდა, 1817 — თბილისის სასულიერო სემინარია და მასთან სასულიერო სასწავლებელი (1818). 1824 — ნერსესის სომხური სასულიერო სემინარია. 1836 — სამაზრო სასწავლებელი და თავად-აზნაურ ოფიცერთა მოსამზადებელი სამხედრო სკოლა. 1842 წელს თბილისში დაარსდა ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი,
1844 — სამხედრო მოსწავლეთა სკოლა თბილისის (კავკასიის) მესანგრეთა
ბატალიონთან, 1846 — წმ. ნინოს ქალთა სასწავლებელი, 1847 — ვაჟთა სამიჯნაო
სკოლა.
XIX
საუკუნის 20-40-იან წლებში თბილისში იყო 18 კერძო სკოლა, უმთავრესად ვაჟთა
და ქალთა პანსიონების სახით. 1860 „საქველმოქმედო საზოგადოებამ“ თბილისში
გახსნა პირველი ქალთა სკოლა ავლაბარში,
1862—1870 წლებში — 10 სკოლა, 1862 წელს — 4 უფასო სკოლა უღარიბესი
მშობლების შვილებისათვის და 1866—1870 — კიდევ 5 სკოლა. 60-იან წლებში
თბილისში გაიხსნა: ხატიანოვსკის ქალთა პანსიონი (1860), დავით ყიფიანის
ვაჟთა პანსიონი (1862), სადაც ასწავლიდნენ გიმნაზიის პროგრამით, ხლამოვის
ვაჟთა პანსიონი (1863), ფავრის ქალთა პანსიონი, ბიუს ვაჟთა პანსიონი,
ჰაკესა და კანონიჩის ვაჟთა პანსიონი, ჟინიუს ვაჟთა და ქალთა პანსიონი,
რომლის ბაზაზე მონასტირცევმა და ტერ-აკოფოვმა გახსნეს კერძო გიმნაზია,
სადაც ასწავლიდნენ სახელმწიფო ნახევრად კლასიკური გიმნაზიის პროგრამით;
1864 შარლეს, ხოლო 1867 ფულკის ხელმძღვანელობით გაიხსნა 2 ფრანგული სკოლა.
1865 გაიხსნა თბილისის პირველი რეალური სასწავლებელი, იმავე წელს — თბილისის ქალთა პირველი თანრიგის სასწავლებელი, 1866 — ალექსანდრე II-ის სახელობის ვაჟთა თბილისის სამასწავლებლო სკოლა.
1879
წელს თბილისში „ღარიბ მოწაფეთა შემწე ტბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა
საზოგადოების“ (1878) ინიციატივით გაიხსნა „სათავადაზნაური ქართული სკოლა“
პანსიონით, რომელიც შემდეგ გიმნაზიად გადაკეთდა (თბილისის ქართული გიმნაზია).
80-იან წლებში საქართველოში ფართოდ გაიშალა პროგრესული საზოგადოებრივ-პედაგოგიური მოძრაობა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების (დაარსდა 1878) თაოსნობით. ამ საზოგადოებამ 1880 წელს ი. გოგებაშვილის
წინადადებით თბილისში გახსნა დაწყებითი სასწავლებელი (მალე დაიხურა). 1881
ქალაქის მმართველობამ თბილისში გახსნა 2 ქართული დაწყებითი სკოლა, სადაც
სწავლა უფასო იყო.
XX საუკუნე
XX
საუკუნის დამდეგისათვის მთელ საქართველოში და, კერძოდ, თბილისში
რამდენადმე გაიზარდა სკოლების ქსელი, მაგრამ სახალხო განათლების საქმე
მაინც ჩამორჩენილი იყო. 1905—1907 წლებში გახშირდა მოსწავლეთა გაფიცვები და
პოლიტიკური გამოსვლები. რევოლუციის შემდგომ პერიოდში სტოლიპინის რეაქცია სახლხო განათლების საქმესაც შეეხო, მაგრამ მას წინააღმდეგობას უწევდა პროგრელუსი მასწავლებლობა და მოსწავლე ახალგაზრდობა.
1909 წელს გაიხსნა თბილისის ქალთა უმაღლესი კურსები.
1915—1916-თვის თბილისში იყო ვაჟთა 7 გიმნაზია, 1 რეალური სასწავლებელი, 2
კომერციული სასწავლებელი, ქალთა 6 გიმნაზია, წმ. ნინოს სასწავლებელი,
ქალთა ეპარქიული სასწავლებელი, კადეტთა კორპუსი, იუნკერთა სასწავლებელი, 2
სასულიერო სემინარია, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი, ქალთა კომერციული
სასწავლებელი, ქალთა და ვაჟთა პანსიონები და სხვა. 1917 წელს გაიხსნა
თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), 1918 — თბილისის უნივერსიტეტი (ამჟამად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
თბილისი - XXI საუკუნე
ვარდების
რევოლუციის შემდგომ მასიურად დაიწყო თბილისში თანამედროვე ტიპის შენობების
მშენებლობა. ასევე პარარელურად ხორციელდებოდა ძველი თბილისის რესტავრაციის
პროგრამა.წყარო
No comments:
Post a Comment